19 წლის სტუდენტმა თეთრი ირემი დაცემინების მომენტში გადაიღო

19 წლის სტუდენტმა თეთრი ირემი დაცემინების მომენტში გადაიღო

19 წლის სტუდენტი ობან ვან ჩი ინგლისში, ბრედგეიტის პარკში სეირნობდა და სტრესული დღისგან განტვირთვის მიზნით, ფოტოებს იღებდა.

მას თან მშობლების მიერ ნაჩუქარი 20 წლის ლინზა და ციფრული რეფლექტორული კამერა ჰქონდა.

ობანის თქმით, ის თეთრ ირემს აკვირდებოდა, როდესაც, მისი სიტყვებით, "მილიონში ერთი" კადრი გადაიღო.

"10 მეტრის სიშორიდან ვაკვირდებოდი, თან ვიღებდი და ვცდილობდი, არ შევემჩნიე. სახლში რომ მივედი და ფოტოების დამუშავება დავიწყე, სწორედ მაშინ შევნიშნე, რომ ეს საოცარი კადრი გადავიღე", - იხსენებს სტუდენტი.

ობანმა ირემის დაცემინების მომენტში გადაღებული ფოტო რედიტზე დაპოსტა და მას უკვე თითქმის 90 000 გამოხმაურება აქვს.