სერბეთის პრეზიდენტმა ალეკსანდრ ვუჩიჩმა ქვეყნის არმიის სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის ბრძანება გასცა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით იუწყება.
ამ გადაწყვეტილების მიზეზი კოსოვოს შსს-ს სპეცრაზმის მოქმედებაა. გუშინ კოსოვური სპეცრაზმის ROSU-ს 60-მდე მებრძოლმა სერბეთის საზღვართან მდებარე ჰიდროელექტროსადგურ „გაზივოდეს" მახლობლად დაიკავა პოზიციები და მის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ეკოლოგიისა და სპორტის ცენტრშიც კი შევიდა.
ჰესი „გაზივოდე" სერბეთის ტერიტორიაზე მდებარეობს. ბოლო წლებში სერბეთის ხელისუფლებამ მის რეაბილიტაციაში 2 მლნ ევრომდე დახარჯა.
კოსოვოელი სპეცრაზმელების მოქმედების გამო, სერბული არმიის ნაწილებთან ერთად, ასევ სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი სერბული შსს-ს სპეცდანიშნულების რაზმები.
კოსოვოს ხელისუფლებას მომხდარის გამო არანაირი განცხადება ან განმარტება ჯერჯერობით არ გაუკეთებია. ვითარების დაძაბვით ევროკავშირშიც შეშფოთებული არიან და იმედს გამოთქვამენ, რომ მხარეები არ გაამწვავებენ ვითარებას და „მშვიდად და თავშეკავებულად იმოქმდებენ".