მსახიობმა ნინო ხომასურიძემ ადრე დაკარგა ყველა საყვარელი ადამიანი. დიდხანს იყო კარჩაკეტილი. უმძიმესი ავადმყოფობები გადაიტანა. დღეს კი ისევ მსახიობის ცხოვრებით ცხოვრობს:
"ჩემი ცხოვრება შეიძლება სამ ეტაპად დავყო. 13 წლამდე ბავშვური ცხოვრება მქონდა. 13 წლისა გავთხოვდი. 14 წლისას უკვე შვილი მყავდა. ბედნიერი ქალი ვიყავი. 40 წლისას კი აღარც ქმარი მყავდა, აღარც – შვილები და აღარც – დედა. ყველაზე ახლობელი ადამიანები გვერდით აღარ მყავდნენ.
აბსოლუტურად მარტო დავრჩი. დავკარგე ყველა და ყველაფერი, უმდიდრესი ქალი ბომჟად ვიქეცი… 11 წელი სახლიდან გარეთ არ გამოვსულვარ. გადავიტანე ინფარქტი, თავში ანევრიზმა გამისკდა. 11 წლის შემდეგ თითქოს თვალი გავახილე, ხალხში გამოვედ", – ამბობს ქალბატონი ნინო ,,სარკესთან”.
ტრაგედიის შემდეგ პირველი როლი, რომელიც ითამაშა სპექტაკლ ,,ჯინსების თაობაში”, დედა იყო. რამდენიმე წლის წინ ევროპელი რეჟისორების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. ახლა ნინო ხომასურიძე საფრანგეთის საპატიო მოქალაქეა. საფრანგეთისა და საქართველოს ერთობლივ ფილმში “რაც ოთარი წავიდა” მთავარ როლს ასრულებს. ფილმი საფრანგეთში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ქალბატონი ნინო მასში ნათამაშევი როლისთვის “სეზარით” დააჯილდოვეს.