ამერიკული ჯგუფი “Blink-182”-ის ბას-გიტარისტმა მარკ პოპუსმა თანამემამულე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ჯგუფის ახალი ალბომი “Neighborhoods”, გაყიდვაში მიმდინარე წლის 27 სექტემბერს გამოვა.
ამ ალბომში შემავალი სინგლი “Up All Night” ჯგუფმა საკუთარ მსმენელებს კონცერტებზე უკვე წარუდგინა.
პანკ-როკისა და ალტერნატიული როკის მიმდევარი ჯგუფი “Blink-182”, 1992 წელს ჩამოყალიბდა, კალიფორნიის ქალაქ სან დიეგოსთან ახლოს მდებარე პატარა დასახლება პაუეიში.
ჯგუფის შემადგენლობაში შედიან: ვოკალისტი ტომ დე ლონგი, გიტარისტი მარკ პოპუსი და მედოლე ტრევის ბარკერი.
2005 წელს ჯგუფი დროებით დაიშალა, მაგრამ 2009 წელს ერთად მუშაობა ისევ გააგრძელეს.
მუსიკალური კარიერის განმავლობაში ჩაწერილი აქვთ ექვსი სტუდიური ალბომი.
პირველი ალბომი “Cheshire Cat” 1994 წელს გამოუშვეს, უკანასკნელი “Blink-182” კი 2003 წელს.