"ჩემი შიში მე ჩემს შვილს ჩავაყოლე მიწაში" - ზაზა სარალიძე ეკა ბესელიას გაფრთხილებას პასუხობს

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე "ქართული ოცნების" დეპუტატს, ეკა ბესელიას პასუხობს, რომელმაც შვილმოკლული მამა დღეს გააფრთხილა.

"პირდაპირ მემუქრება ქალბატონი ბესელია, იმდენს ვერ ხვდება რომ არავის მეშინია, არც ბესელიების, არც კობახიძეების, ჩემი შიში მე ჩემს შვილს ჩავაყოლე მიწაში, ასევე მალხაზ მაჩალიკაშვილმა თავისი შიში თავი შვილს ჩააყოლა მიწაში. მანამდე ვიბრძოლებ, სანამ ჭეშმარიტება არ აღდგება,“- განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ეკა ბესელიას გაღიზიანება გამოიწვია ზაზა სარალიძის სატელევიზიო განცხადებამ, რომ ბესელია პროკურორ ფხაკაძის დაკითხვას იმ მიზეზით არ ესწრებოდა, რომ ფხაკაძემ კონკრეტული თანხის სანაცვლოდ ბესელიას შვილი პასუხისგებაში არ მისცა.