გაერთიანების ლიდერები პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე მივიდნენ. მათ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც შვილმოკლულმამშობლებმა პოლიტიკურ პარტიებს გვერდში დგომისკენ მოუწოდეს.
გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ შვილმოკლულ მშობლებს მხარდაჭერას უცხადებენ.
„ეს არის ენით აღუწერელი უსამართლობა, რაც ქვეყანაში ხდება, პირდაპირი ძალადობა, თავდასხმა, არ ვიცი, მართლა როგორ უძლებენ და გააუბედურეს ეს ადამიანები ჯერ თავისი შვილების ტრაგედიით და მერე იმ ყველაფრით, რაც აქ ხდება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ოპოზიცია შვილმოკლულ მამებთან სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით კონსულტაციებს დღესვე დაიწყებენ.