მინერალური ქვები ზოდიაქოს ნიშნებისთვის

მინერალური ქვები ზოდიაქოს ნიშნებისთვის

უამრავი საინტერესო და კარგი კომბინაცია არსებობს მინერალურ ქვებსა და ზოდიაქოს შორის. თითო ზოდიაქოს რამოდენიმე ქვა შეესაბამება ხოლმე. აქ მოყვანილია ერთ-ერთი კომბინაცია, რომელიც ზოდიაქოს ნიშნების ამა თუ იმ თვისებას აძლიერებენ ან ასუსტებენ. მაშ, ასე:

ამეთვისტო-ვერძი:

ამეთვისტო ამშვიდებს ვერძის ფეთქებად ბუნებას, ასუსტებს მის ეგოიზმს, უხსნის დაძაბულობას, ხელს უშლის მიიღოს სწრაფი გადაწყვეტილებები, რითაც იგი უფრო კეთილგონიერი ხდება. 

კურო-ქალცედონი:

ქალცედონი კუროს ჩუქნის სიხარულს და ეხმარება სტრესული სიტუაციების გადატანაში, ხელმომჭირნე კუროებს კი ასწავლის გაცემას.

ტყუპები-ტოპაზი:

ტოპაზი ტყუპებს იცავს სახიფათო ვნებისაგან, ფსიქიკური და ნერვული აშლილობისაგან, ეხმარება უძილობის დაძლევაში.

კირჩხიბი-კატის თვალი (ქრიზობერილი):

კატის თვალი კირჩხიბს უქრობს პესიმიზმს, ასევე ეხმარება თავი დააღწიოს სხვა ადამიანის ზეგავლენას. მოაქვს სიყვარული და გამძლეობა.

ლომი-ტოპაზი:

ტოპაზი ამდაბლებს ლომის ეგოიზმს და აუმჯობესებს მის მატერიალურ კეთილდღეობას. 

ქალწული-ნეფრიტი:

ნეფრიტი ქალწულს ამაღლებს სულიერად, მატებს კეთილშობილებასა და უშუალობას. 

სასწორი-ოპალი:

ოპალი სასწორს ეხმარება დაარეგულიროს ცვალებადი ხასიათი, ებრძვის მის სკეპტიციზმსა და მერყეობას.

მორიელი-ძოწი:

ძოწის საშუალებით მორიელი ხდება უფრო მხიარული და მეგობრული. ეს ქვა ეხმარება დაარეგულიროს ემოციონალური ბალანსი და გახდეს უფრო ლმობიერი. 

მშვილდოსანი-ამეთვისტო:

ამეთვისტოს წყალობით მშვილდოსანი უფრო სერიოზული და ჩამოყალიბებულია. ეს ქვა იცავს ღვიძლის დაავადებებისგანაც.

თხის რქა-მალაქიტი:

მალაქიტი აუმჯობესებს და ამაგრებს თხის რქის ძვლოვან სისტემას, ეხმარება გულცივობის დაძლევასა და თავის უკეთ გამოხატვაში.

მერწყული-ცირკონი:

ცირკონი აუმჯობესებს მერწყულის გონებრივ შესაძლებლობებს. მას მატებს კონსერვატულობას. 

თევზები-აკვამარინი:

აკვამარინი თევზებს აჯილდოებს გაბედულებით და მატებს ღირსების გრძნობას.