წინასაარჩევნოდ ეკლესიამ სერიოზული ზიანი მიაყენა სახელისუფლებო კანდიდატს

წინასაარჩევნოდ ეკლესიამ სერიოზული ზიანი მიაყენა სახელისუფლებო კანდიდატს

პოლიტოლოგი გია ნოდია ფეისბუკის პირად გვერდზე წერს:

„ეკლესიამ ისევ აათამაშა კუნთები, რისთვისაც მას „სატოპკე“ თვითონ „ოცნებამ“ აუგდო: ჯერ სალომე ზურაბიშვილის ხეპრული გამონათქვამებით, მერე მარიხუანის პროექტის უეცარი შემოგდებით. მაგრამ მე მგონი, ბიძინა ბევრსაც არ დაუთმობს, რადგან კონკურენტები ძალიან არ უყვარს. თან ეკლესია მიშას ბანაკში მაინც არ გადავა (რაც გინდა ეცადოს მიშა მის მოთაფვლვას), ხოლო თუ ეკლესიას ბიძინას იქით გზა მაინც არა აქვს და ბიძინამ ეს იცის, ვერაფერსაც ვერ მიაღწევს.

მაგრამ ის კი ცხადია, რომ წინასაარჩევნოდ ეკლესიამ სერიოზული ზიანი მიაყენა სახელისუფლებო კანდიდატს, რითაც ოპოზიციამ შეიძლება იხეიროს - ან ვერ იხეიროს“ - წერს გია ნოდია.