ზურაბ ჯაფარიძე: “შემიძლია ალკოჰოლის უზომოდ მოხმარება, მაგრამ…”

ზურაბ ჯაფარიძე: “შემიძლია ალკოჰოლის უზომოდ მოხმარება, მაგრამ…”

“დარწმუნებული ვარ, თქვენს შვილებს თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალებას აძლევთ, მაგრამ ისურვებდით, რომ ეწეოდეს მარიხუანას? –  ამ კითხვით მიმართა გადაცემის „სთორი“ წამყვანმა, თათია შარანგიამ, საპრეზიდენტო კანდიდატს, ზურაბ ჯაფარიძეს, რაზეც მან ასე უპასუხა:

„მე ვისურვებდი, რომ ჰქონდეს სრული ინფორმაცია მარიხუანასა და ნებისმიერი სხვა ნარკოტიკის შესახებ, ამავდროულად, ჰქონდეს იმის განსჯის უნარი – რა არის ეს… და რას ნიშნავს მისი მოხმარება… არ მჯერა, რომ ჩემს სურვილზე იქნება დამოკიდებული, რა არჩევანს გააკეთებენ, მოიხმარენ თუ არა მარიხუანას… მე მჯერა, რომ ნებისმიერი ნარკოტიკის მოხმარება არის ძალიან ინდივიდუალური ამბავი… მაგალითად, მე შემიძლია ალკოჰოლის უზომოდ მოხმარება, უზომოდ შემიძლია ვსვა, მაგრამ არ მიყვარს, ასევეა მარიხუანაც… არიან ადამიანები, რომელთაც განსატვირთად სწორედ მარიხუანა სჭირდებათ და არა სხვა რამ… მე არ მეჯრა, რომ ჩემი შვილები ისე იცხოვრებენ, რომ შეხება არ ექნებათ არანაირ ნარკოტიკთან, მათ შორის, ამ რეალობაში, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ… არის ლეგალური ნარკოიტიკები: ალკოჰოლი -ლეგალური ნარკოტიკია ამ ქვეყანაში, ისევე როგორც – კოფეინი, ყავა, რომელსაც ვსვამთ, ნიკოტინი, რომელიც ჩვეულებრივად იყიდება… მე არ მჯერა, რომ ჩემს შვილებს ისეთ ვაკუუმში მოვაქცევ, რომ საერთოდ შეხება არ ექნებათ, მაგრამ სწორი გამოსავალი მგონია ის, რომ მათ სრული ინფორმაცია ჰქონდეთ თითოეული მათგანზე, მათ შორის საფრთხეებთან მიმართებაშიც და საბოლოო ჯამში თვითონ გააკეთონ გაცნობიერებული არჩევანი,“ – ამბობს ჯაფარიძე.