საქართველოში მარიხუანას წარმოებით არაერთი ინვესტორი ინტერესდება, ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება “გირჩი”-ს წარმომადგენლებმა განაცხადეს, მათი ინფორმაციით ინვესტორებს საქართველოში სათბურების და გადამამუშავებელი ქარხნების აშენება სურთ, რათა შემდგომ პროდუქცია ექსპორტზე გაიტანონ.
გირჩში მიიჩნევენ, რომ მარიახუანის წარმოებით ქვეყანა მნიშვნელოვან ეკონომიკურ სარგებელს მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ კანაფის კულტივაციის და ექსპორტის შესახებ კანონპროექტი პარლამენტში 14 სექტემბერს დარეგისტრირდა, თუმცა მოგვიანებით მართველმა გუნდმა კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.
“ჩვენ გვიკავშირდებიან ინვესტორები და გვეუბნებიან, რომ სურთ ფულის ჩადება საქართველოში და თუ შეგვიძლია ჩვენ რამენაირად დავეხმაროთ, რომ მათ ააშენონ მარიხუანას წარმოების ქარხნები და შემდგომ გაიტანონ ექსპორტზე. მათთვის საქართველო გახდა მიმზიდველი ქვეყანა და თუ მოხდება მარიხუანის მოხმარების და გასაღების ლეგალიზაცია რეგულირებულად, ამ შემთხვევაში ეს გამოიწვევს: ინვესტიციების, ტურიზმისა და შემოსავლების ზრდას.” – აცხადებს “გირჩი”-ს წარმომადგენელი ნიკა ობოლაძე