ადელი ლიდერობას კვლავ ინარჩუნებს

ადელი ლიდერობას კვლავ ინარჩუნებს

ორი დღის წინ დიდ ბრიტანეთში  გამოქვეყნდა მუსიკალური ალბომების წინა კვირის მორიგი რეიტინგი.

 

მიმდინარე წლის ყველაზე პოპულარული სტუდიური ჩანაწერი, ბრიტანელი მომღერალი ადელის ალბომი “21” კვლავ პირველ ადგილს დაუბრუნდა. აღსანიშნავია, რომ ეს ნამუშევარი გაყიდვაში მიმდინარე წლის იანვარში გამოვიდა და ადგილობრივ ჩართებში მესამე ადგილზე ქვემოთ ჯერ არ ჩამოსულა.

 

მეორე პოზიციაზე წინა კვირის “გამარჯვებული”, ამერიკელი მომღერალი ბეიონსეს ალბომი “19”-ია.

 

მესამე ადგილზე ქალბატონ ადელის კიდევ ერთი ალბომი “19” დამკვიდრდა.

 

ბრიტანელი მუსიკალური კრიტიკოსების გასაოცრად, მეხუთე პოზიცია ჯგუფი “The Horrors”-ის სტუდიურმა ჩანაწერმა “Skying” დაიკავა.

 

ეს ალბომი გაყიდვაში მიმდინარე წლის 11 ივლისს გამოჩნდა და  ჯგუფის არსებობის ისტორიაში რიგით მესამე აღმოჩნდა.

 

2007 წელს ალბომმა “Strange House” ადგილობრივ რეიტინგებში 37-ე ადგილი დაიკავა. 2009 წელს სტუდიურმა ნაშრომმა “Primary Colours” დიდ ბრიტანეთში მხოლოდ 25-ე პოზიციამდე ააღწია.

 

სინგლების ჰიტ-პარადში წინა კვირას გალიდერდა ჯგუფი “The Wanted”-ის ახალი კომპოზიცია “Glad You Came”.