დიდ ბრიტანეთში, კენტის საგრაფოსთან ახლოს მდინარე ტემზაში თეთრი ვეშაპი შენიშნეს. ამ სახეობის ზღვის ცხოველები არქტიკულ წყლებში ბინადრობენ. ვეშაპი კი ამჯერად თავისი ბუნებრივი საცხოვრებლიდან ათასობით კილომეტრის მოშორებით დააფიქსირეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ ვეშაპი თავად გააგნებს გზას ოკეანისკენ. ვეშაპის გადაადგილებას მდინარეში სპეციალისტები დააკვირდებიან.