აქ არის მოკლული ახალგაზრდების დაუსრულებელი პანაშვიდი - პაატა ბურჭულაძე შვილმოკლულ მამებთან ერთად, ხელისუფლების გადადგომას მოითხოვს

აქ არის მოკლული ახალგაზრდების დაუსრულებელი პანაშვიდი - პაატა ბურჭულაძე შვილმოკლულ მამებთან ერთად, ხელისუფლების გადადგომას მოითხოვს

მსოფლიო ბანი, პაატა ბურჭულაძე ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამას სოლიდარობას უცხადებს. 
რამდენიმე წუთის წინ, ბურჭულაძე რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე მივიდა.
"აქ არის დაუმთავრებელი პანაშვიდი მოკლული ახალგაზრდების" - განაცხადა მსოფლიო ბანმა.

ბურჭულაძემ საზოგადოებას მოუწოდა, მივიდეს შვილმკვდარი მამების მხარდასაჭერად.

„ყველა ადამიანი ვალდებულია, რომ მოვიდეს და მიუსამძიმროს ამ ადამიანს. როცა ეს ამბავი მოხდა, მე დავურეკე ტელეფონით და მივუსამძიმრე. თუ არ გაქვთ იმის დრო, რომ აქ იდგეთ, ერთხელ მაინც უნდა გამოიაროთ, რადგან აქ არის გაუთავებელი პანაშვიდი, აქ არის არამარტო შვილმკვდარი მამების, არამედ საქართველოს სამართლის პანაშვიდი. ორი რაღაც უნდა მივუსამძიმროთ აქ ხალხს, მამებსა და საქართველოს, რომ სამართალი გარდაიცვალა. მეტს ვერაფერს გეტყვით, მე საპიაროდ არ ვარ მოსული“, - განაცხადა ბურჭულაძემ.

მსოფლიო ბანის თქმით, ის უერთდება შვილმოკლული მამების მოთხოვნას და ხელისუფლების გადადგომას ითხოვს.