მომღერალი ნინი შერმადინი 6 წელია ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს. როგორც ის „სარკესთან" ინტერვიუში აცხადებს, ამ დროის განმავლობაში მან რამდენიმე სამსახურში სცადა ბედი, მათ შორის იმუშავა მიმტანად, მოხუცის მომვლელად ძიძად.
„ამერიკაში 200 დოლარით ჩავედი. აბსოლუტურად უცხო ქართველი ემიგრანტები დამიდგნენ გვერდით, სრულიად უსასყიდლოდ მიწყობდნენ ხელს. მთელი სიცოცხლე ამ ხალხის მადლიერი ვიქნები. მიმტანადაც ვიმუშავე, მოხუცის მომვლელადაც, ძიძადაც. ამ ბოლო ორი სამსახურიდან გამომიშვეს ეს საქმე არ იციო.
ყველაფერი გავაკეთე საკუთარი თავის დასამკვიდრებლად. დავიწყე ენის შესწავლა, კასტინგებზე სიარული, მაგრამ ყველა კასტინგზე ითხოვდნენ, რომ მწვანე ბარათი და მუშაობსი უფლება მქონოდა.
ადვოკატმა ლევან ნაცარიშვილმა გამიკეთა საბუთები. საელჩოში ყველა დაარწმუნა, რომ ჩემთვის მწვანე ბარათი უნდა მოეცათ.
არ შემიძლია, უღრმესი მადლობა არ გადავუხადო მიხეილ სააკაშვილს. მან დამიწერა სარეკომენდაციო წერილი, რამაც ფაქტობრივად გადამწყვეტი როლი ითამაშა. ერთადერთი მომღერალი ვიავი, რომელსაც რეკომენდაციას საქართველოს პრეზიდენტი უწერდა. სამუშაო ვიზა რეკორდულ დროში მომივიდა."- აცხადებს ნინი შერმადინი.