თაკო ჩარკვიანი ხელისუფლებას: ,,სულ წახვედით ხელიდან”

თაკო ჩარკვიანი ხელისუფლებას: ,,სულ წახვედით ხელიდან”

პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი ხელისუფლებას ფეისბუქით მიმართავს და პაატა ბურჭულაძის შესახებ წერს:

,,ხელისუფლებავ, ,,ბრავო” – როგორც იტყვიან, სულ წახვედით ხელიდან, მთელ მსოფლიოში ცნობილ ბანს, პაატა ბურჭულაძეს დასდევთ და მთელი მშოფლიოს მასშტაბით რეკავთ და თეატრებს ამცნობთ, რომ ამ მსოფლიოში ცნობილ ქართველ მომღერალზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული?!

ამ საქველმოქმედო ფონდში ბურჭულაძის ნაღვაწი, პიროვნული კაპიტალია ჩადებული, მისი უნუკალური ხმით და შრომით მოპოვებული, სახელით და გვარით ჩამოჰყავდა უფასოდ სახელგანქთქმული მომღერლები, რომელთა ჰონორარი 100 ათასებს შეადგენდა.

რამდენი ოჯახი გაბედნიერდა ჩვენ თვალწინ… ახლა მინდა, ვიკითხო: ჩვენ სად გიჩივლოთ? ვის ვამცნოთ, რომელ სასამართლოში მოგთხოვოთ ხელისუფლებას ხალხის  ბიუჯეტიდან წაღებული და მოპარული მილიარდები (კერძოდ 700 მილიონი და მილიარდნახევარი –  ეს რაც თავად თქვენ გაახმოვანეთ).

ჰოდა, ამაზე პასუხს არჩევნებში მოგთხოვთ და აგიხსნით ხალხი და ვადამდელი არჩევნებით აღმოჩნდებით( ხალხის, ახლა უკვე “სიგარეტის” ბიზნესიდან ჯიბეში გადაქაჩული, გაძარცვული მილიონებით)  პოლიტიკურ სანაგვეზე! ახლა რომ გითხრათ, წადით და ,,დონ კარლოსს” – ფილიპის არიას მოუსმინეთ, იმ ცნობილ არიას-მეთქი, აბა, რა აზრი ექნება?! რას გაიგებთ ნარკოწარმოების ხმაურში!”.