კრისტის აუქციონზე მორიგი რეკორდი დამყარდა. ლონდონში გამართულ ღონისძიებაზე გასაყიდად ვარდისფერი ბრილიანტი გამოიტანეს.
19-კარატიანი ქვის საწყისი ფასი 30 მილიონი დოლარია, თუმცა აუქციონის ორგანიზატორები ვარაუდობენ, რომ ვაჭრობისას ვარდისფერ ბრილიანტს 50 მილიონ დოლარად გაყიდიან.
აუქციონის ორგანიზატორებმა ძვირფას ქვას სახელიც შეურჩიეს და “კაშკაშა ბრილიანტი“ უწოდეს. იშვიათი სახეობის ბრილიანტის ხილვის საშუალება დაინტერესებულებს შვეიცარიაშიც ექნებათ.
აუქციონი ჟენევში 13 ნოემბერს გაიმართება.