ჰოლივუდის მსახიობს, სტივენ სიგალს, რომელსაც რუსეთის მოქალაქეობა აქვს, პრიმორსკის ოლქის გუბერნატორობა სურს. რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ მან ვლადივოსტოკის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში მაყურებლებთან შეხვედრისას განაცხადა.
„მინდა შევისწავლო პრიმორსკის ოლქი, უფრო მეტი ვნახო და თქვენი გუბერნატორი გავხდე", - განაცხადა სიგალმა.
4 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ მსახიობმა მუშაობა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიწყო.