"სუბელიანის მონაა... ათამაშებს თავის ჭკუაზე, რომ კალანდია არ მისცენ პასუხისგებაში... სუბელიანის დაკავება იყო შეთანხმება"

შვილმოკლული მამა, ზაზა სარალიძე პარლამენტის თავმჯდომარეს პასუხობს. სარალიძე ამბობს, რომ ხელისუფლება მირზა სუბელიანის ინტერესებით მოქმედებს, რათა არ მოხდეს მიხეილკალანდიას დაკავება. სარალიძის თქმით, მირზა სუბელიანის დაკავება, შეთანხმების ნაწილია:

"პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ მთელი ხელისუფლება კობახიძის ჩათვლით, არიან ვირთხის დღეში. აღარ იციან რა თქვან ამ საქმესთან დკავაშირებით, იმიტომ, რომ არიან სუბელიანის შნირები. რომლებმაც პირდაპირ უნდათ მაქსიმალურად შეძინონ ელეფერი ამ აქციას. რას ქვია ნაციონალების და ოცნების აქცია? მოვითხოვ, ოცნების დეპუტატები და მთავრობის წევრები შეიკრიბონ ერთ დღეს, რომელ დღესაც უნდათ, მივალ და პირისპრი დაველაპარაკები და პირდაპირ დავუსვამ რამდენიმე კითხვას. ვნახოთ რა პასუხს გამცემენ.

მონაა სუბელიანის ყველა, სუბელიანი ათამაშებს თავის ჭკუაზე სუყველას, რომ კალანდია არ მისცენ პასუხისგებაში. სუბელიანის დაკავება იყო შეთანხმება, რომ აუცილებლად უნდა ჩამჯადრიყო და ჩამქრალიყო მუხტი ხალხში" აცხადებს ზაზა სარალიძე.

პარლამენტის თავმჯოდმარემ შვილმოკლული მამების აქციას, რომელიც რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან უკვე რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს, "ნაციონალების აქცია" უწოდა.