დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ მეორის ბიძაშვილი, ლორდი ივარ მაუნტბატენი ბრიტანული ავიაკომპანიის ბორტგამცილებელზე, ჯეიმს კოილზე დაქორწინდა. ამის შესახებ ინფორმაცია ლორდმა თავად გაავრცელა და ქორწილის ფოტოც გამოაქვეყნა.
„როგორც იქნა ეს გავაკეთეთ! მიუხედავად ბრიტანული უღიმღამო ამინდისა, შესანიშნავი დღე იყო“, - წერს ის.
ლორდმა მადლობა გადაუხადა დევონის საგრაფოს რეგისტრატურის ხელმძღვანელს, ცერემონიაზე გამომსვლელ გუნდს და პირველი ქორწინებიდან თავის სამ ქალიშვილს „გაგებისა და მხარდაჭერისვის“.