გაუპატიურების მსხვერპლი ქალების მხარდასაჭერად ამერიკელმა ტელეწამყვანმა აღიარა, რომ ისიც გააუპატიურეს

გაუპატიურების მსხვერპლი ქალების მხარდასაჭერად ამერიკელმა ტელეწამყვანმა აღიარა, რომ ისიც გააუპატიურეს

ცნობილმა ამერიკელმა ტელეწამყვანმა ფადმა ლაქშმიმ თქვა, რომ ის 16 წლის ასაკში გააუპატიურეს. ჟურნალისტმა იმ მიზეზებზეც ილაპარაკა, რის გამოც, მომხდარის შესახებ აქამდე დუმდა. ამის შესახებ BBC წერს.

48 წლის ლაქშმის წლების განმავლობაში მიაჩნდა, რომ მომხდარში დამნაშავე თავად იყო. სწორედ, ამიტომ ახლა ის ფიქრობს, რომ ქალებმა, რომლებიც ძალადობის მსხვერპლი არიან ამის შესახებ საჯაროდ უნდა ისაუბრონ.

ცნობილმა ტელეწამყვანმა თავისი გაუპატიურება საჯაროდ იმ ქალების მხარდასაჭერად აღიარა, რომლებიც გაუპატიურების მსხვერპლნი არიან. განსაკუთრებით კი, ბრეტ კავანოს, სავარაუდო, მსხვერპლი ქალების ისტორიის შემდეგ.

აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ბრეტ კავანოს 2 ქალი გაუპატიურებაშუ ადანაშაულებს. მორიგი ბრალდების შემდეგაც კი, დონალდ ტრამპმა ბრეტ კავანო ღიად დაიცვა.

კავანო ორივე ბრალდებას უარყოფს.

5 სექტემბერს სკანდალით დაიწყო ამერიკის შეერთებული შტატების სენატში ქვეყნის უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ბრეტ კავანოს კანდიდატურის დამტკიცების პროცესი. მოსმენაზე „დემოკრატებმა“ კანდიდატურის განსახილველად მეტი დრო მოითხოვეს. ისინი ამტკიცებენ, რომ კავანომ სენატს აუცილებელი დოკუმენტების ნაწილი არ წარუდგინა. „რესპუბლიკელებმა“ ოპოზიციის პრეტენზიებს პოლიტიკურად მოტივირებული უწოდეს და ისინის პროცესის შეგნებულად შეფერხებაში დაადანაშულეს. 

10 ივლისს აშშ-ის პრეზიდენტმა ქვეყნის უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ბრეტ კავანოს კანდიდატურა დაასახელა. 81 წლის მოსამართლე ენტონი კენედი 31 ივლისს გადადგა.