ასტანელმა 28 წლის არტემ კარაევმა გადაარჩინა 7 წლის ბიჭი, რომელიც მეათე სართულიდან გადავარდა. ამის შესახებ ინფორმაციას Tengrinews.kz ავრცელებს.
„აივანზე გამოვედი და ქვემოდან ხმაური და ყვირილი გავიგე. ფანჯარა გავაღე და დავინახე ქვემოთ ხალხი როგორ იყურებოდა ჩემი მიმართულებით. ზემოთ ავიხედე და ვხედავ, რომ ბავშვი კიდია. ის უკვე ვარდებოდა, როცა დავიჭირე“, - ასე აღწერა მომხდარი კარაევმა.
მეზობლემა სასწრაფო დახმარება და მაშველები გამოიძახეს.