იტალიაში საქართველოს მოქალაქემ მაღაზია ერთი წლის შვილთან ერთად გაქურდა

იტალიაში საქართველოს მოქალაქემ მაღაზია ერთი წლის შვილთან ერთად გაქურდა

იტალიაში საქართველოს მოქალაქემ მაღაზია ერთი წლის შვილთან ერთად გაქურდა, – ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

მედიის ცნობით, 42 წლის კაცი ქალაქ ტრიესტეს მაღაზიაში დააკავეს.

თვითმხილველების ინფორმაციით, გამყიდველმა შენიშნა, რომ კაცი, რომელსაც თან ერთი წლის შვილი ჰყავდა, ბავშვის ტანსაცმელს იპარავდა. გამყიდველმა მისი შეჩერება სცადა, თუმცა კაცმა ეტლი დააგდო და გაქცევა სცადა.

კაცის შეჩერება ჯერ გამვლელებმა, შემდეგ კი პოლიციამ შეძლო. როგორც აღმოჩნდა, ბ.გ-მ 330 ევროს ღირებულების ტანსაცმელი მოიპარა.

კაცი პატიმრობაში დატოვეს, შვილი კი დედას, ასევე საქართველოს მოქალაქეს, დაუბრუნეს.