ტურისტების ყველაზე სასაცილო და სულელური საჩივრების სიას რამდენიმე წლის განმავლობაში ადგენდნენ. ამ ჩამონათვალს კი ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი აქცეყნებს.
მაგალითად, დიდ ბრიტანეთში, ტურისტმა სასტუმროს ადმინისტრაციას ურჩია აეღო ქვა, რომელმაც მას პლაჟზე ფეხი ატკინა. „ეს ქვა ლამაზ ტალღებშია მიმალული და მისი დანახვა შეუძლებელია. ის უნდა აიღოთ, იმიტომ რომ არ ჩანს და შესაძლოა კიდევ ვინმე დააზიანოს“, - დაწერა Facebook-ზე უკმაყოფილო ტურისტმა.
სხვა ტურისტი კი უკმაყოფილო დარჩა ბრიტანეთში ყველაზე მაღალ მთაზე ასვლის გამო. „მთაზე ასასვლელი გზა მეტად გრძელი და დამღლელი იყო, უკანა გზაც ძალიან მოსაწყენი და გრძელი გამოდგა. მართალია ეს უფასო მოგზაურობა იყო, მაგრამ არა მგონია ამაში ვინმეს ფულის გადახდა მოუნდეს“, - ასე აღწერა თავისი უკმაყოფილება ტურისტმა.
გამოცემის სიაში მოხვდა ტურისტი, რომელმაც სიდნეის ოპერის თეატრს „სულელური და დაწყევლილი ყუთი“ უწოდა.