„დასკვნა ერთია-ივანიშვილი ემზადება ტოტალური გაყალბებისთვის და ჩვენი პასუხი უნდა იყოს-მოვემზადოთ ტოტალური გამარჯვებისთვის“

„დასკვნა ერთია-ივანიშვილი ემზადება ტოტალური გაყალბებისთვის და ჩვენი პასუხი უნდა იყოს-მოვემზადოთ ტოტალური გამარჯვებისთვის“

“პალიტრამედიას” სტამბაში (შპს “კოლორპაკი”), მთავარი პროკურატურის გამომძიებლების შესვლას საქართველოს მესამე პრეზიდენტი ეხმაურება. მიხეილ სააკაშვილი ამ ფაქტს მედიაზე ზეწოლის პროცესის გაგრძელებად აფასებს:

"იბერიას" კვალდაკვალ,ივანიშვილმა შეუტია "პალიტრა მედიას",რომლის ნაწილია "კვირის პალიტრა" და "ინტერპრესნიუსი"...

ამავე დროს, მისმა ჯიბის მარეგულირებელმა კომისიამ აუკრძალა ტელევიზიებს ზურაბიშვილის მიმართ სიტყვა "მოღალატის" გამოყენება...

ამას შემთხვევით,ის ხალხი ხომ არ კრძალავს "მკვლელების" ძახილით რომ მოვიდა ხელისუფლებაში და მთელი პროპაგანდა ცოცხებზე და პატიმრების "ამოჭრილ ორგანოებზე"რომ ააგო?

დასკვნა მხოლოდ ერთია-ივანიშვილი ემზადება არნახული,ტოტალური გაყალბებისთვის და ჩვენი პასუხი უნდა იყოს-მოვემზადოთ ტოტალური გამარჯვებისთვის!“- წერს მიხეილ სააკაშვილი.