ჯანი ვერსაჩეს მიერ დაარსებული კომპანია Michael Kors-მა შეიძინა: BBC-ის ინფორმაციით, ამერიკულმა კომპანიამ 40 წლის იტალიურ ბრენდში დაახლოებით 2 მილიარდი დოლარი გადაიხადა.
კომპანიის კრეატიულმა დირექტორმა, დონატელა ვერსაჩემ გარიგება შესანიშნავ მომენტად შეაფასა და აღნიშნა, რომ Michael Kors-ის დახმარებით კომპანია სრულ პოტენციალს გამოავლენს.
Michael Kors-ის გენერალური დირექტორის, ჯონ აიდოლის განცხადებით, დონატელა ვერსაჩე კომპანიაში კრეატიული მიმართულებით კვლავ იმუშავებს.
სოციალურ ქსელში დონატელა ვერსაჩეს კომპანიის მომხმარებლები თხოვენ, რომ გარიგების წარმატებით დასრულებას ხელი შეუშალოს, რადგან მათი მოსაზრებით Michael Kors-თან შეერთება კომპანიას უნიკალურობას დაუკარგავს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ექსკლუზიური ინფორმაცია იტალიურმა გაზეთმა, Corriere della Sera-მ გაავრცელა.
ცნობილია, რომ ჯანი ვერსაჩეს ოჯახი კომპანიის 80%-იანი წილის მფლობელია - გასულ წელს ამერიკულმა Blackstone-მა Versace-ს 20%-იანი წილი შეიძინა.