„მერამდენედ უნდა გაუწოდონ დახმარების ხელი ივანიშვილს და ახლა უკვე ზურაბიშვილს?

„მერამდენედ უნდა გაუწოდონ დახმარების ხელი ივანიშვილს და ახლა უკვე ზურაბიშვილს?" - გიგა ბოკერიას გაერთიანებული ოპოზიციის ბრალდებებს პასუხობს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია გაერთიანებული ოპზიცია „ძალა ერთობაშიას“ პასუხობს. საუბარია „ევროპული საქართველოს“ წევრის ბესო დონაძის მიერ ცესკო-ში შეტანილ განცხადებაზე, რომლის საფუძველზეც გაერთიანებული ოპზიციის მხარდამჭერი ხელმოწერები იქნა გადამოწმებული.

გიგა ბოკერიას განცხადებით, ოპოზიციის რიგებში მსგავსი კონფლიქტების არსებობა ივანიშვილის რეჟიმსა და სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაზე მოქმედებს დადებითად:

„მერამდენედ უნდა გაუწოდონ დახმარების ხელი ივანიშვილს და ახლა უკვე ზურაბიშვილს? ოპოზიციის შიგნით კონფლიქტის ნიაღვარის, ცილისწამებისა და სიბინძურის დათესვით? ეს მათ სტილად იქცა და ამაზე უკეთესი დახმარება ივანიშვილისა და ზურაბიშვილისთვის უკვე არ არსებობს, ამ ცილისწამების მოგონების გარდა, რასაც იმეორებენ მერამდენე. ჯერ საჩუქარი გაუკეთეს ამ ბახტაძის ამბით, ივანიშვილის პროპაგანდას, ახლა ამ ამბის გამოყენებით ცდილობენ საბაბად გამოყენებას ჩვენზე თავდასხმის და კიდევ უფრო ეხმარებიან ივანიშვილს და ზურაბიშვილს ოპოზიციის შიგნით ამ ნიაღვარის დათესვით, ან იმ შეთანხმებას რატომ აწერდნენ ხელს თუ მაინც ამ კამპანიას აწარმოებდნენ ჩვენზე თავდასხმის, სიტყვას რაღაც ფასი ხომ უნდა ჰქონდეს მათსას? ძალიანს ამწუხაროა, ამაზე ეფექტური დამხარება ივანიშვილის რეჟიმისთვის და ზურაბიშვილის კამპანიისთვის არ არსებობს“, - აღნიშნავს გიგა ბოკერია.