„გირჩის“ ტაძარი

„გირჩის“ ტაძარი "გარაჟში" მოეწყობა და "წირვაზე" დასწრება 20 ლარი ეღირება

"გირჩის" მიერ დაფუძნებული რელიგიური ორგანიზაციის „ბიბლიური თავისუფლების“ ტაძარი „გირჩის“ ეზოში არსებულ ავტოფარეხში განთავსდება, წირვაზე დასწრების საფასური კი 20 ლარი იქნება. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბლიური თავისუფლება“ ავრცელებს.

„10 000-ზე მეტი მღვდელმსახურის არსებობის მიუხედავად, რაც, თავისთავად, ნებისმიერი ეკლესიისთვის დიდი სიმდიდრეა, არ გაგვაჩნია მუდმივი სალოცავი ადგილი და შეკედლებულები ვართ გირჩის ოფისის ღია სივრცეს, რომელიც მღვდელმსახურთა შეკრებისთვის მხოლოდ ზაფხულობით თუ გამოდგება. ყოვედღიურ წირვაზე მომსვლელთა რაოდენობა კი იზრდება, "გირჩს" არ აქვს საშუალება ზამთრის ცივი დღეების დადგომის შემდეგ ოფისის დახურული სივრცე დაუთმოს საეკლესიო მსახურებას.

ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, ეპისკოპოსთა 36-ე კრებაზე ეკლესიამ მიიღო გადაწყვეტილება ტაძრის მშენებლობის შესახებ, რათა შემოდგომის მეორე ნახევრიდან, ამინდის გაუარესების კვალდაკვალ, მღვდელმსახურთა ყოველდღიური კრების ჩატარება კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს.

გადავწყვიტეთ ტაძარი განთავსდეს „გირჩის“ ეზოში არსებულ ავტოფარეხში, რომელსაც შევძენთ ტაძრისთვის აუცილებელ მისტიურობას, მყუდროებასა და კომფორტს. ამ მიზნის მისაღწევად ხვალიდან, 26 სექტემბრიდან, წირვაზე დასწრების საფასურად დგინდება 20 ლარი, რომელიც შეგიძლია ჩააგდოთ ეზოში არსებულ ,,თავისუფლების ტაძრის“ მშენებლობის შესაწირ ყუთში ან გადარიცხოთ იმავე მიზნით შექმნილ ანგარიშზე“- ნათქვამია განცხადებაში.