პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" საპრეზიდენტო კანდიდატი წინასაარჩევნო კამპანიას ნიუ-იორკშიც ატარებს. "გირჩის" Facebook-ზე ვიდეო გავრცელდა, რომელიც ნიუ-იორკშია გადაღებული.
ვიდეორგოლში ქუჩაში გამვლელები ზურაბ ჯაფარიძის ნიღბებს ირგებენ, მიმებს ხელში გირჩის დროშა უჭირავთ, ერთ-ერთ მაღაზიაში კი, სადაც მსოფლიოს პრეზიდენტების პატარა ფიგურები იყიდება, ზურაბ ჯაფარიძის ფიგურაც დევს; ქუჩაში ყვითელ ტაქსს კი ჯაფარიძის საარჩევნო ბანერი აქვს დამაგრებული, მისი სარეკლამო რგოლი ერთ-ერთი მაღაზიის თავზეც ტრიალებს.
ვიდეოში ასევე ჩანს ჯგუფი, რომელთაგან ერთ-ერთიც, ადგილობრივი მცხოვრები მიმართვას ავრცელებს და ზურაბ ჯაფარიძის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს ხალხს. მიმართვის შემდეგ კი მათ ჯაფარიძის ბიუსტი გახსნეს სიმბოლურად.
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 28 ოქტომბერს გაიმართება.