პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში ნინო ბურჯანაძის შესახებ სტატუსს აქვეყნებს:
“ახლა ბურჯანაძეს მოვუსმინე, ( მოსკოვში გამოსულა, "საქართველომ ომი დაიწყოო") და მამაჩემის ერთი ხუმრობა გამახსენდა: ბურჯანაძის , იმ ავადსახსენებელი ცნობილი გამოსვლის შემდეგ (პარლამენტის თავმჯდომარეობის დროს -7 ნოემბერს), როცა მან თქვა: " ხელისუფლებამ ხალხი, რომ დაარბია, სწორად მოიქცა,რადგან ამით თავი დაიცვაო, ნიკოლოზიც რომ ასე მოქცეულიყო, უკეთესი იქნებოდაო" ჰოდა გაბრაზდა ჯანსუღი და მაშინ იხუმრა: "კაცო, ეს გოგო მე, ნინო ანზოროვნა ბურჯანაძე მეგონა და თურმე ნინო " პაზოროვნა პურჯანაძე" ყოფილაო"- როგორც იტყვიან- არის ყველა ხუმრობაში სიმართლე.”- წერს თაკო ჩარკვიანი.