ასტროლოგი სოფია ბზეკალავა სავსე მთვარობასთან დაკავშირებით ზოდიაქოს ნიშნებს რჩევებს აძლევს.
"მართალია დიეტას, ვარჯიშს და ზოგადად ახალ ცხოვრებას ადამიანების უმეტესობა ორშაბათიდან იწყებს ხოლმე, მაგრამ ამ კვირაში დაუშვით გამონაკლისი და ხვალ დილიდან ამოქოქეთ თუკი რაიმე საქმის ან წამოწყების ამოქოვა გინდათ. იმიტომ რომ ხვალ სავსემთვარეობა გვაქვს არც მეტი არც ნაკლები, ყველაზე ენერგიულ და მებრძოლ ვერძის ზოდიაქოს ნიშანში. რაც იმას ნიშნავს რომ ხვალიდან შეგიძლიათ "მთები გადაატრიალოთ" ნუ ამ წინადადების ფიგურალური გაგებით მაინც. ვერძი ზოდიაქოს ყველაზე მიზანმიმართული და მეომარი ნიშანია. ჰოდა ზუსტად ხვალ კარგი იქნება დაფიქრდეთ იმაზე, რა საკითხებში არ გყოფნიდათ სითამამე ბოლო პერიოდის მანძილზე და დამერწმუნეთ საშუალება მოგეცემათ არამატრო დაფიქრდეთ, ერთხელ და სამუდამოდ უკანომუხედავად შეცვალოთ თქვენთვის სასარგებლოდ სიტუაცია ამ მხრივ. კარგად გაანალიზეთ თქვენი პრიორიტეტები და მიზნები, ნუ შეგეშინდებათ პირველი ნაბიჯის გადადგმის სამსახური იქნება ეს, ბიზნესი თუ სასიყვარულო-პარტნიორული ურთიერთობა. თუმცა ყველაფერ ამასთან ერთად ისიც ნუ დაგავიწყდებათ, რომ ვერძი ცეცხლის სტიქიის, ერთერთი ყველაზე აგრესიული ნიშანია. ამიტომ ხვალ, ისე როგორც არასდროს ადამიანებში მომატებული იქნება აგრესიული ფონი, ეგოიზმის და საკუთარი პრინციპების ხისტად, ხშირად უზრდელურად და უცერემონიოდ დემონსტრირების მოთხოვნილება. ნუ დაგავიწყდებათ, ამ ეტაპზე მზე დიპლომატიური სასწორის ზოდიაქოშია განლაგებული, პლანეტა მერკურიც იქვეა რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი ბრძოლა, რომელსაც ხვალ წამოიწყებთ პირველ რიგში დიპლომატიურობით და მოქნილი მიდგომით უნდა მოიგოთ მხოლოდ და მხოლოდ. მოკლედ მათ ვისაც ძალა შესწევს საკუთარ თავში გააერთიანოს სასწორის სირბილე და ვერძის პრინციპულობა ხვალიდან დიდი მიღწევები ელის, ძალიან დიდი! წარმატებები თქვენ" - წერს ასტროლოგი.