ნარკოტიკის ლეგალიზაცია არ შეიძლება - ამის შესახებ მამა დავით ქვრივიძემ განაცხადა, რომლის თქმითვე, პრობლემა ხელისუფლებამ ალტერნატიული გზით უნდა მოაგვაროს. მამა დავითი მიიჩნევს, რომ ლეგალიზების ავტორი „გირჩის" ლიდერი და „დეზერტირების პროპაგანდისტი" ზურა ჯაფარიძეა.
„ნარკოტიკის ლეგალიზაცია არ შეიძლება. ამას სხვა გზებით უნდა მიხედონ. იქ, ცენზის დაწესება, რომ ამდენი წლის შეიძლება, ამდენი წლის - არა. ნარკოტიკი არ უნდა იყოს ლეგალიზებული. ეს მთლიანად ეკლესიისთვის მიუღებელია.
ყველაზე მთავრი არის ის, რომ ამის ერთ-ერთი ავტორი არის ზურა ჯაფარიძე. შექმნა ვითომ ქრისტიანული სექტა, აქვს თავისი იერარქია, ჰყავს მღვდლები და ეპისკოპოსები და ხალხს ეუბნება, რომ პლანის მოწევის თაობაზე მე ვიქნები დამცველიო. მინდა მივმართო იმ ბიჭებს, ვინც ჯარში არ წასვლის გამო ამ სექტაში შედიან, ჩემო ძმებო და შვილებო, ადამიანი, ვინც ამ სექტაში შედის, მისთვის წესის აგება არ შეიძლება. მისთვის ლოცვა და აღარაფერი შეიძლება იმიტომ, რომ ჩვეულებრივი სექტანტია. დღეს ჩვენი ქვეყანა ამბობს, რომ ნატო-ში შესვლა უნდა. ჯარი თუ არ გეყოლება, ჯაფარიძისნაირმა ადამიანმა ხალხი თუ შეიფარა, რომელ ნატოში შესვლაზე ვლაპარაკობთ?!", - განაცხადა მამა დავითმა "360 გრადუსში".