მიშელ ობამამ არჩევნებზე წასვლის აუცილებლობის კამპანია დაიწყო

მიშელ ობამამ არჩევნებზე წასვლის აუცილებლობის კამპანია დაიწყო

​ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პირველმა ლედიმ მიშელ ობამამ კამპანია დაიწყო, რომ ადამიანები არჩევნებზე მისვლის აუცილებლობაში დაარწმუნოს. კამპანიის ფარგლებში მიშელ ობამამ პირველი შეხვედრა მხარდამჭერებთან ლას-ვეგასში გამართა.

„დამიჯერეთ, რომ მეც იმედგაცრუებული ვარ, აღარ შემიძლია იმ ქაოსისა და ამაზრზენი მოვლენების ატანა, რაც ჩვენს პოლიტიკაში ხდება.

ეს დამღლელია და გულწრფელად გეტყვით, დეპრესიასაც იწვევს“, – განაცხადა მიშელ ობამამ მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს.