რატომ არ მონაწილეობს ბიბილაშვილი ვაშაძის კამპანიაში და რა პასუხი აქვს თაკო ჩარკვიანზე

რატომ არ მონაწილეობს ბიბილაშვილი ვაშაძის კამპანიაში და რა პასუხი აქვს თაკო ჩარკვიანზე

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი და პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი ზაზა ბიბილაშვილი უარყოფს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ის საარჩევნო კამპანიაში მურმან დუმბაძისა და თაკო ჩარკვიანის წინააღმდეგი იყო და ამიტომ არ არის ჩართული გრიგოლ ვაშაძის საპრეზიდენტო კამპანიაში ჩართული.

რაც შეეხება იმას, რატომ არ არის ჩართული გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო კამპანიაში ჩართული? - ბიბილაშვილი ამ კითხვას უპასუხოდ ტოვებს. გვითხრა, რომ ის კითხვაზე მოგვიანებით გვიპასუხებდა, თუმცა "აიპრესის" სატელეფონო ზარებს აღარ უპასუხა.

რატომ არ ხართ ჩართული გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო კამპანიაში? 

ამასთან დაკავშირებით ცოტა მოგვიანებით დამირეკეთ. 

ასეთი ინფორმაცია გვაქვს, რომ თქვენ იყავით წინააღმდეგი რომ თქვენ იყავით წინააღმდეგი რომ ჩართულიყო კამპანიაში მურმან დუმბაძე, თაკო ჩარკვიანი და ა. შ. ამით ხომ არ არის განპირობებული ის, რომ არ ჩანხართ კამპანიაში? 

არა, ეს ასე არაა. მოგვიანებით დამირეკეთ და ვისაუბროთ. 

შეთანხმების თანახმად, ზაზა ბიბილაშვილს ერთ საათში ისევ დავურეკეთ, თუმცა მან "აიპრესის" სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. მოკლეტექსტური შეტყობინების სახით მოგვწერა, რომ როცა მოიცლიდა დაგვიკავშირდებოდა. თუმცა, ზაზა ბიბილაშვილი აღარ დაგვკავშირებია. 

ამის შემდეგ "აიპრესმა" კიდევ ორჯერ სცადა მისი კომენტარის ჩაწერა, თუმცა მან ჩვენს სატელეფონო ზარებს ისევ არ უპასუხა.

მისი სურვილის შემთხვევაში "ნაცმოძრაობის" პოლიტსაბჭოს კომენტარს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.