პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი რამდენი ხანიც არ უნდა იყოს დღეს მოქმედი ძალის ცენტრი ამ ქვეყანაში, ის მაინც არის წარმავალი პროექტი. მანვე "აქცენტებში" ივანიშვილსა და ეკლესიას შორის არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრა:
"კანაფის კულტივაციის კანონპროექტზე, სასულიერო პირების მწვავე პოზიციის შემდეგ, გაჩნდა მოსაზრებები, რომ ივანიშვილსა და ეკლესიას შორის დაპირისპირებაა. კითხვაზე, ვინ მოერევა - ეკლესია თუ ივანიშვილი, ხუხაშვილი ამბობს, რომ ეკლესიას ასეული წლებია უკვე დიდი გავლენა აქვს საზოგადოებაში და ის და ივანიშვილი "არათანაბარი ძალებია".