საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება დღეს გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“-ს ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ გააკეთა:
„მოგეხსენებათ, უკვე ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არა თუ ყოველდღიურ რეჟიმში სამწუხაროდ საათბრივად მძიმდება, რაზეც ხელისუფლებას, ქართულ ოცნებას, ივანიშვილის რეჟიმს, მატროსოსვის ციხეში ყავს გამოკეთილი პოლიტპატიმარი, ყველაფერთან ერთად არც კი მკურნალობენ, გამოდიან ახლა ქართული ოცნების ლიდერები და აცხადებენ, რომ მერაბიშვილს უტარდება სრულფასოვანი მკურნალობა, სიცრუე, რაც არის ისეთიფე სიცრუე, რაც ის, რომ მერაბიშვილი ტომარაჩამოცმული არ გაუყვანიათ ციხიდან, რაც დასტურდება თავიანთივე წერილით.
13 სექტემბერს, როდესაც სასჯელაღსრულების სამინისტრომ მისწერა დაცვის მხარეს წერილი, სადაც ნათქვამია, რომ ამ ეტაპზე პატიმარი დამატებით მკურნალობას არ საჭიროებს, არადა რასთან გვაქვს საქმე, 15 აგვისტოს ვანო მერაბიშვილს დაუდგინეს დიაგნოზი, რის მიხედვითაც დაუნიშნეს მკურნალობა ცხვირის სპრეით, მდგომარეობა დამძიმდა, 17 აგვისტოს დაუნიშნეს ახალი მკურნალობა თვალის წვეთებით, კიდევ უფრო დამძიმდე მდგომარეობა და 12 სექტემბერს დაუდგინდა ახალი დაავადება ჰორნერის სინდრომი, რომელიც გულისხმობს სახის ე.წ. ნაწილობრივ დამბლას, რომელ დიაგნოზს უნდა დავუჯეროთ, ყოველდღიურ რეჟიმში ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება, ჩვენი კატეგორიული მოთხოვნაა უახლოეს საათებში ის იქნეს გადაყვანილი მრავალპროფილურ საავადმყოფოში სადაც ჩაუტარდება სრულფასოვანი გამოკვლევა სტაციონალურად, ასევე უნდა ჩაერთონ უცხოელი ექსპერტები, ქართული სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლები საუბრობენ, ეჭვი აქვთ, რომ იგი არის მოწამლული, ხელისუფლება არის დაბნეული, მაგრამ ფაქტი ხდება ჯიუტი, ეს ადამიანი სულ უფრო მძიმედაა.
მივმართავ ბიძინა ივანიშვილს, უკანონო პატიმარი ვანო მერაბიშვილის სიცოცხლე არის საფრთხის ქვეშ და მთელი პასუხისმგებლობა გეკისრებათ თქვენ და ვანო მერაბიშვილის უკან დგას ნაციონალუი მოძრაობის 100 ათასი მხარდამჭერი, არ დაუშვათ პროცესების ესკალაცია, არავის არ უნდა ამ ადამიანმა ფატალურად დაასრულოს სიცოცხლე ციხეში, ბატონო ივანშვილო ვერ გაასწრებთ საქართველოდან თუ ეს ამბავი დასრულდა ისე, როგორც მიდის, თქვენ არ მკურნალობთა ამ ადამიანს, კარგად უნდა ათვითცნობიერებდეთ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ ყველაფერს“, - განაცხადა ნიკა მელიამ.