ბიჭი, რომელმაც დიდ დიღომში, კორპუსში მცხოვრებ ბავშვებს ეზოში აუზი დაუდგა, მისსავე სახლში გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა გუშინ მოხდა. დიმიტრი ტატიშვილის გარდაცვალებას ადასტურებენ შს სამინისტროში. უწყების ცნობით, მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ტატიშვილს მეუღლე და ოთხი შვილი დარჩა.
დიმიტრი ტატიშვილი საზოგადოებისთვის ცნობილი ქველმოქმედებით გახდა, როცა ბავშვებისთვის კორპუსის ეზოში, ბავშვებისთის ზაფხულის ცხელ დღეებში, გასაგრილებლად აუზი დადგა.