2014 წლის შემდეგ პირველად Brent-ის ტიპის ნავთობის ფასმა 81 დოლარს გადააჭარბა

2014 წლის შემდეგ პირველად Brent-ის ტიპის ნავთობის ფასმა 81 დოლარს გადააჭარბა

ლონდონის ICE ბირჟაზე Brent-ის ტიპის ნავთობის ფასმა ბარელზე 81.060 დოლარი შეადგინა. Deutsche Welle-ს ცნობით, 2014 წლის ნოემბრის შემდეგ მსგავსი ფასი არ დაფიქსირებულა. 

2014 წლის მაჩვენებელს ამ ტიპის ნავთობის ფასმა 2018 წლის მაისში მიაღწია, თუმცა მაშინ ღირებულებამ 80,50 დოლარი შეადგინა. 

რაც შეეხება ამერიკული WTI-ის მარკის საწვავს, მისი ფასი 72,35 დოლარია.

Bloomberg-ის ცნობით, უმსხვილესი ნავთობმომპოვებლები ფიქრობენ, რომ საწვავის ფასი ბარელზე 100 დოლარმდე გაიზრდება.

22 ივნისს ცნობილი გახდა, რომ „Opec+“- მა ნავთობის მოპოვების გაზრდის რეკომენდაცია გასცა.

5 ივლისს კი ტრამპიმა OPEC-ს ბენზინის ფასების შემცირებისკენ მოუწოდა. აპრილში აშშ-ს პრეზიდენტმა OPEC-ი ნავთობის მსოფლიო ფასებით მანილუპაციაში დაადანაშაულა.