"ვაშაძეც და ბაქრაძეც ზნეობისგან დაცლილი ადამიანები არიან" – გიორგი ოთხმეზური

ისტორიკოს გიორგი ოთხმეზურისთვის ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს მიერ წარდგენილი კანდიდატურები მიუღებელია მათი პოლიტიკური წარსულისა თუ საქმიანობის გამო. 

“გრიგოლ ვაშაძეც და დავით ბაქრაძეც პირადად ჩემთვის არის კატეგორიულად მიუღებელი. მათი წარსულის და “მოღვაწეობის” გამო. ორივე ზნეობისგან დაცლილია, რასაც ჩასძახებდნენ იმას იძახდნენ, ორივე ქვევრივით იყო. ვაშაძეზე ლაპარაკიც აღარ მინდა, “პაგონები არტყია იმიტომ, რომ სხვანაირად მას იმ ბირთვული კომისიის შემადგენლობაში არ შეიყვანდნენ. ომის მერეც იყო რუსეთის მოქალაქე და  მას ეკუთვნის განცხადება, რომ რუსეთი არაფერ შუაში არ არის და მას ეკუთვნის ის გაგზავნილი დეპეშაც რუსეთში, კონცერტი ჩაგვატარებინეთო.

დაახლოებით იგივე აზრი მაქვს ბაქრაძეზეც. პიროვნება, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარე იყო და ერთი სიტყვა არ დაცდენია იმ ორ პარლამენტარზე, რომელიც ცემაში მოკლეს. ეს ხალხი რომ კვლავ პოლიტიკურ ასპარეზზე იყვნენ არ შეიძლება”– განაცხადა გიორგი ოთხმეზურმა გადაცემაში “ხალხის პოლიტიკა”.