სოციალურ ქსელში ძაღლის სადისტური მკვლელობის მორიგ ფაქტზე წერენ. შემთხვევა გარდაბნის რაიონის სოფელ გამარჯვებაში მოხდა. ძაღლი ჯუნა, რომელიც თავის დროზე ერთმა გოგონამ იპოვა და შეიფარა, მეზობელმა თოფით მოკლა.
„დილით გამთენიისას გარდაბნის რაიონში სოფელ გამარჯვებაში მოხდა. რომ ვერ ახსნი ისეთი შემთხვევა. ეს პატარა ლეკვი ამ გოგონამ შორემ იპოვა გაუბედურებულ მდგომარეობაში.შვილივით გაზარდა და დღეს მეზობელმა მოუკლა თოფით.მინდა უმორჩილესად გთხოვოთ მეგობრებო გააზიაროთ.ყველა ცხოველთმოყვარულს მოგმართავთ.როგორ მოსთქვავს ეს გოგო და როგორ მოვთქვავთ ჩვენ. ჩვენს თვალწინ იზრდებოდა ჯუნა.ყოველდღე დებდა ვიდეოს თუ სურათებს.შორე არავის არ შერჩება ეს სადიზმი მარა ჯუნას რა ეშველება? აი ასეთი ულმობელია ადამიანი და მერე ვიძახით ღმერთმა რატომ უნდა გაანადგუროსო?დღევანდელი დღე კოშმარად გვექცა.ჯუნა ჩვენი ტკივილი ხარ მეგობარო.“- ნათქვამია ფეისბულზე გავრცელებულ მიმართვაში.
აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა ჟურნალისტი ინგა გრიგოლიაც:
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, Sophio Mdinaradze-კიდევ ერთი პატარა ძაღლი მოკლა ვიღაც ნაბიჭვარმა. დასაჯეთ მკვლელი!!!!!!! დასაჯეთ ისე,რომ სხვამ ვეღარ გაბედოს!!!“- წერს გრიგოლია.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში "ნიუპოსტს" განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდიანრეობს, რაც ცხოველისადმი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს, რამაც სიკვდილი გამოიწვია. დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს მხოლოდ ჯარიმას, ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე.