„აუცილებლად გააყალბებენ არჩევნებს, დედის საფლავს გეფიცები და ზალიკოც გეფიცებათ

„აუცილებლად გააყალბებენ არჩევნებს, დედის საფლავს გეფიცები და ზალიკოც გეფიცებათ"

"ძალა ერთობაშიას" პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ არჩევნების გაყალბების შემთხვევაში, ოპოზიცია ქუჩაში გავა.

„აუცილებლად გააყალბებენ არჩევნებს, დედის საფლავს გეფიცები და ზალიკოც გეფიცებათ. ქუჩიდან არ გავალთ, სანამ არ დავადებინებთ ნამდვილ შედეგს და არ დავუშვებთ, რომ თქვენ მოგპარონ გამარჯვება. ასი თვალი, ასი ყური - ყველგან დამკვირვებელი და ყველგან საჩივარი და მერე ჩვენ ვიცით, ერთი გაბედონ ჩვენი არჩევანის მოპარვა", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ ვარკეთილში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს.