გირჩის საპრეზიდენტო კანდიდატმა, ზურაბ ჯაფარიძემ წინასაარჩევნო სარეკლამო კამპანია ყველაზე ცნობილ პორნოსაიტზე Porn-Hub-ზე დაიწყო. მან ინფორმაცია On.ge-ს დაუდასტურა. PornHub-ის ვებგვერდზე მან ორი ბანერი განათავსა სხვადასხვა წარწერით:
- არ გპირდებით ზომის გაზრდას!
- მეტი სექსი, მეტი თავისუფლება!
როგორც ჯაფარიძე ეს “ჩვეულებრივი ბიზნესგადაწყვეტილებაა”. 8 სექტემბერს განთავსებულ ბანერებს ოთხ საათში 40 ათასამდე ჩვენება ჰქონდა. საპრეზიდენტო კანდიდატის ინფორმაციით, ჯერ არ აქვთ გადაწყვეტილი, რა თანხას დახარჯავენ ამ კამპანიაში.
"ერთი მომხმარებელი საქართველოდან, საშუალოდ, 8-9 წუთს ატარებს პორნჰაბის საიტზე. მთელი ამ დროის განმავლობაში შეიძლება პერიფერიული მზერით ხედავდეს ჩემს ბანერს. ჩემი აზრით, ათასჯერ უფრო ეფექტური რეკლამაა, ვიდრე ერთად აღებული ყველა სხვა კანდიდატის სატელევიზიო თუ ქუჩის რეკლამა-სპექტაკლები", – ამბობს ჯაფარიძე.