,,ამ მასშტაბის ამომრჩეველთა მოსყიდვა სერიოზულ კითხვის ნიშნებს ბადებს”- ნიკა გვარამია

,,ამ მასშტაბის ამომრჩეველთა მოსყიდვა სერიოზულ კითხვის ნიშნებს ბადებს”- ნიკა გვარამია

ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

,,ამ მასშტაბის ამომრჩეველთა მოსყიდვა, რაც ოცნებას ჩაუტარებია და იკვეთება ომეგას ჩანაწერებიდან, მართალია, უკანა რიცხვით, მაგრამ ძალიან სერიოზულ კითხვის ნიშნებს ბადებს მმართველი პარტიის უმრავლესობაში ყოფნის ლეგიტიმურობის საკითხზე. ასევე, აჩენს საკუთრივ პარტია ქართული ოცნების სამართლებრივი შეფასების საჭიროებას.

ქვეყანაში უნდა ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. მმართველი პარტია თავადაც კრიმინალურია და მის მიერ ჩატარებული არჩევნებიც – ამომრჩეველთა მასობრივი მოსყიდვაა და რეპრეზენტატიულად არ ასახავს ერის პოლიტიკურ განწყობებს.”-ნიკა გვარამია.