გააჩნია სპეცოპერაციის პროცესში რა როლი ჰქონდა მინისტრს, - ხუხაშვილი სერგეენკოს შესაძლო გადადგომაზე

გააჩნია სპეცოპერაციის პროცესში რა როლი ჰქონდა მინისტრს, - ხუხაშვილი სერგეენკოს შესაძლო გადადგომაზე

„კორუფციისგან დაზღვეული არცერთი უწყება არ არის. გააჩნია როგორ ხდებოდა ეს ყველაფერი - სპეცოპერაციის პროცესში რა არის მინისტრის როლი. თუკი მისივე განაცხადით ჩატარდა ეს სპეცოპერაცია და ჰქონდა ეჭვები - ეს ერთი სცენარია. პოლიტიკურ პასუხისმგებლობა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი იყო მინისტრის როლი ამ ყველაფერში,“ – აცახებს სამედიცინო საქმიანობის სახელწიფო რეგულაციების სააგენტოს უფროსის დაკავებასთან დაკავშირებით „რეზონანსთან“ საუბრისას პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი. 

დღეს თბილისსა და გორში მდებარე 15 სააფთიაქო დაწესებულებებში უკონტროლოდ ხორციელდებოდა ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაცია, რის საფუძველზეც დაკავებულ იქნა 20 პირი და მათ შორის სამედიცინო საქმიანობის სახელწიფო რეგულაციების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძეს, რომლის მიღებული შემოსავალი საერთო ჯამში 4 094 709 ლარი შეადგენს, - აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს უსაფრთხოების სამსახური ავცელებს. 

„ფაქტია, რომ ქვეყანაში სისტემურად ფეხს იკიდებს და ძალიან სახიფათო სახეს იძენს ქვედა დონეებზე კორუფციის ფაქტები. კარგია, რომ ხელისუფლება ამაზე რეგირებს, მაგრამ რეაგირება უნდა იყოს უფრო მკაცრი და ეფექტური,“ - განაცხადა გია ხუხაშვილმა.