დეკანოზი დავით ლასურაშვილი მარიხუანას კულტივაციასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე საუბრობს და ხელისუფლებას აფრთხილებს. სასულიერო პირი ასევე აღნიშნავს, რომ ვერავინ აუკრძალავს საკუთარი პოზიციის გამოხატვას ამა თუ იმ საკითხზე.
"ის, რომ ჩვენ რეაქცია არ გვქონდეს, ამას ვერ მოესწრებიან. თუკი მათ გონიერება და სულიერება ეყოფათ ეკლესიას დაუჯერონ, უნდა გაიწვიონ კანონპროექტი. თუ არ გაიწვევენ, ვიმოქმედებთ ისე, როგორც აქამდე, მიუხედავად იმისა, რამდენად მოეწონება მმართველ გუნდს და მის საპრეზიდენტო კანდიდატს...
ტრაგედიაა, როცა საქართველოში საუბარი გვიწევს იმაზე, რომ მარიხუანას და მსგავსი ნივთიერებების კულტივაცია შეიძლება თუ არა. დრო მოვიდა, რომ ვამტკიცოთ შავი თეთრი არ არის და რომ ვამტკიცებთ, გვეუბნებიან, რატომ ერევითო. არათუ რომელიმე კონკრეტული პრეზიდენტობის კანდიდატი, ვერავინ გვეტყვის და კანონში ვერასდროს ჩაწერს, რომ რომელიმე ადამიანს, თუნდაც სასულიერო პირს ეკრძალებოდეს რაიმე თემაზე საკუთარი აზრის გამოხატვა. ის, რომ ჩვენ რეაქცია არ გვქონდეს, ამას ვერ მოესწრებიან. თუკი მათ გონიერება და სულიერება ეყოფათ ეკლესიას დაუჯერონ, უნდა გაიწვიონ კანონპროექტი. თუ არ გაიწვევენ, ვიმოქმედებთ ისე, როგორც აქამდე, მიუხედავად იმისა, რამდენად მოეწონება მმართველ გუნდს და მის საპრეზიდენტო კანდიდატს.
ჩვენ, რომ ვიყავით საკომიტეტო მოსმენაზე, მეორე დღეს მინისტრის მოადგილე ქალბატონმა განაცხადა, რომ კულტივაციაში ცუდი არაფერია. მთელი დღეს გვისმენდნენ. უკაცრავად, მაგრამ მე მგონი, ფსიხო უნდა წარმოადგინონ ადამიანებმა, რომლებიც ამ თუ იმ პოლიტიკურ თანამდებობაზე ინიშნებიან. სხვა შთაბეჭდილება არ გვრჩება", - განაცხადა ლასურაშვილმა.