WEF: რობოტების გამოჩენის შემდეგ უფრო მეტი სამუშაო ადგილები შეიქმნება

WEF: რობოტების გამოჩენის შემდეგ უფრო მეტი სამუშაო ადგილები შეიქმნება

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) თანახმად, რობოტების დასაქმებასთან დაკავშირებით შიშები რეალობას არ შეესაბამება. ანალიტიკოსების ვარაუდით, რობოტების გამოჩენის შედეგად 2022 წლისთვის 75 მილიონი ადამიანი სამუშაო ადგილს დაკარგავს, თუმცა ამის პარალელურად, 133 მილიონი სამუშაო პოზიცია შეიქმნება.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიხედვით, რობოტების განვითარება საქმის ეფექტიანობას მნიშვნელოვნად გაზრდის, მსოფლიოში კი მონაცემთა ანალიტიკოსებზე, პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელებსა და სოციალური მედიის სპეციალისტებზე მოთხოვნა საგრძნობლად გაიზრდება.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ რობოტების გამოჩენა გარკვეულ სამუშაო პოზიციებს აუცილებლად შეიწირავს - საუბარია ისეთ სამუშაო ადგილებზე, სადაც ადამიანებს გადაწყვეტილების მიღება არ სჭირდებათ (მაგალითად, მოლარე). შესაბამისად, ადამიანებს დასაქმებისთვის ანალიტიკური უნარების გამოვლენა დასჭირდებათ.