საქართველოში 2 მწერი აღმოაჩინეს, რომელიც ფაროსანის გამრავლებას უშლის ხელს

საქართველოში 2 მწერი აღმოაჩინეს, რომელიც ფაროსანის გამრავლებას უშლის ხელს

საქართველოში აღმოჩენილია ორი მწერი, რომლებიც ფაროსანის გამრავლებას ხელს უშლის. ჯერ კიდევ ზაფხულში აღმოაჩინეს ერთერთი მათგანი სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩხოროწყუს რაიონში და გამოსაკვლევად იტალიაში, ქალაქ ტურინში გააგზავნეს. ამის შესახებ რეპორტაჟი „იმედის კვირამ“ მოამზადა.

კვლევამ აჩვენა, რომ მწერი არის ტრისოლკუს გრანდის ჯიში, რომელიც ფაროსანას კვერცხშივე აზიანებს და გამრავლების საშუალებას აღარ აძლევს. ეს პარაზიტი ქვეყნაში ძალიან ცოტაა, ამიტომ მის ბიოლოგიურ გამრავლებაზე არის საუბრი, რათა ფაროსანას რაოდენობა ქვეყანაში მკვეთრად შემცირდეს.  

კიდევ ერთი მწერი აღმოაჩინეს, სახელად ანასტასუსი, რომელიც ფაროსანას ასევე კვერცხშივე ანადგურებს.

ამ დრომდე ორივე მწერზე მიმდინარეობს კვლევები. „იმედის კვირისთვის“ ასევე ცნობილი გახდა,  რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2019 წლიდან  სოფელ ანასეულში სპეციალური ლაბორატორიის  შექმნას აპირებს, სადაც მწერს დააკვირდებიან  და მას უკეთ შეისწავლიან. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მავნებელს ქიმიური საშუალებით აღარ უნდა ებრძოლონ, თუმცა მასთან ერთად სავარუდოდ ფაროსანის განდგურებაზე ეს მავნებლებიც იზრუნებენ. 

სპეციალისტების განმარტებით, იმ ქვეყნებში, სადაც აზიური ფაროსანა გამოჩნდა, მისი გამრავლებიდან მალევე ქვეყანაში მისი ბიოლოგიური მწერიც ჩნდება ხოლმე; მაგალითად აზიის ქვეყნებში ასეთია იაპონური კრაზანა.