ცნობილია რამდენი სახეობის მწერი ცხოვრობს ადამიანის სახლში

ცნობილია რამდენი სახეობის მწერი ცხოვრობს ადამიანის სახლში

ენტიმოლოგ მიშელ ტრაუტვაინის ჯგუფი 5 წლის განმავლობაში ადამიანის საცხოვრებელ გარემოში მცხოვრებ მწერებს იკვლევდა და ეძებდა. კვლევის შედეგები ჟურნალ Scientific Reports-ში გამოქვეყნა. ინფორმაციას Agora ავრცელებს.

5-წლიანი კვლევა-ძიების შედეგად, ტრაუტვაინის ჯგუფმა განაცხადა, რომ ადამიანის საცხოვრებელ ადგილას (სახლი, ბინა) შეიძლება 100-მდე სახეობის მწერი და ცხოვრობდეს.

კვლევისას, მათ სახლები რამდენიმე ჯგუფად დაყვეს: რამდენად ხშირად გაჰქონდათ ნაგავი, რამდენად ხშირად ასუფთავებდნენ სახლს კაპიტალურად, რამდენად ხშირად ნიავდებოდა ოთახები, ცხოვრობდნენ თუ არა სახლში შინაური ცხოველები და ა.შ. 

კვლევისას გაირკვა, რომ ზემოთ ჩამოთვლილი არცერთი ფაქტორი სახლში მწერების რაოდენობაზე მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს, არამედ სტანდარტულად, ყველა სახლში 100-მდე მწერი ამ ფაქტორების მიუხედავად ცხოვრობს.