ცხვარიჭამიის ნაკრძალ-თავშესაფარში მგელმა გვირაბი გაიყვანა და გაიქცა

ცხვარიჭამიის ნაკრძალ-თავშესაფარში მგელმა გვირაბი გაიყვანა და გაიქცა

საიტერესო ინფორმაცია თამაზ ელიზბარაშვილმა გუშინ გამოაქვეყნა: „დღეს დილით ცხვარიჭამიის ნაკრძალი-თავშესაფრიდან ელექტროღობის ქვეშ მგელმა , რომელიც ორი დღის უკან ყაზბეგის რაიონის სოფელი კობიდან გარემოს დაცვის სამინისტრომ მოგვიყვანა, გვირაბი გაიყვანა და გაიპარა. მგელს სახელად სერი ქვია. ის ადამიანთან კომუნიკაციაში არ შედის და არც თავს ესხმის. სავარაუდოდ, საბუდარას ტყეში არ გაჩერდება, რადგან მისი ასაკიდან გამომდინარე (1,4 წელი) ეცდება მეწყვილეს პოვნას. თუ სადმე შეამჩნიეთ მაშინვე დარეკეთ გარემოს დაცვის ცხელ ხაზზე 153 ან 555 38 33 66 - სოსო “, - ნათქვამია განცხადებაში.