43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა

43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა "ბლექ სი არენაზე" გრანდიოზული კონცერტით გაიხსნა

საქართველოში უდიდესი სპორტული ფორუმი იმართება. ბათუმში, 23 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით, 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა ჩატარდება. მასზე დასასწრებად საქართველოს 185 ქვეყნის 4 ათასამდე სტუმარი ეწვევა. 

"ბლექ სი არენაზე" მასშტაბური შოუ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა გახსნა.  "წარმატებას ვუსურვებ მონაწილეებს გამორჩეულ მხარდაჭერას კი ჩვენს გოგონებისა და ბიჭეის გუნდს ვუცხადებ, წარმატება თითოელ საჭადრაკო დაფას", - განცხადა ბატიაშვილმა.

ოლიმპიადის გახსნის საზეიმო ცერემონიალისთვის მუსიკა სპეციალურად ნიკოლოზ რაჭველმა და DJ კორძიმ შექმნა, საბალეტო ნომერი კი ნინო ანანიაშვილმა დადგა. 10 000-მდე მაყურებლის წიმაშე ახალი ცეკვით წარსდგა „სუხიშვილები“, რომელზეც ილიკო სუხიშვილმა იმუშავა.