ფარანჯის ტარება შვეიცარიის კიდევ 1 კანტონში აიკრძალება

ფარანჯის ტარება შვეიცარიის კიდევ 1 კანტონში აიკრძალება

შვეიცარიაში, სანქტ-გალენის კანტონში ჩატარებულ რეფერენდუმზე მოსახლეობამ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ფარანჯის ტარების აკრძალვას დაუჭირა მხარი. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

შესაბამის სამართლებრივ ნორმას პლებისციტის მონაწილეთა 66,5%-მა დაუჭირა მხარი, ფარანჯის აკრძალვის წინააღმდეგ კი 33,5% გამოვიდა. 

როგორც მოსალოდნელია, ამ საკითხზე შვეიცარიაში საყოველთაო რეფერენდუმი მომავალ წელს ჩატარდება.

სანქტ-გალენი მეორე კანტონი გახდა, რომლის მოსახლეობამ ფარანჯის ტარების აკრძალვას დაუჭირა მხარი. ტიჩინოს კანტონში მსგავსი რეფერენდუმი 2016 წელს გაიმართა.